ბალდაში და წაჩხურუშიც არ არიან კანონიერად - მეუფე სტეფანე განკვეთილებზე

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ისინი ბალდისა და წაჩხურუს მონასტრებშიც უკანონოდ არიან, თუმცა ამის უფლება მისცეს, სინოდის სხდომამდე. როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, მღვდელმთავარი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გაზაფხულამდე უნდა ველოდოთ.

მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებულ სასულიერო პირების საკითხზე, რომლებიც მღვდელმთავარმა განკვეთა, სწორედ სინოდზე იმსჯელებენ. ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მათთვის სასულიერო წიდების ხარისხის აღდგენა, მეუფე სტეფანე ამბობს, ეს დამოკიდებული იქნება სინანულის ხარისხზე:

"რამდენად შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება მათი სინანულის ხარისხიდანაც არის, რა თქმა უნდა, მეტი მონდომება შეიძლება იყო მათგან თუ იქნა, ჩვენგანაც რაღაცას გავაკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე ვთქვათ იმ შემთხვევაში, ვიდრე ისინი ასე თავის ნებაზე ცდილობენ, ვერაფერში ვერ დავეხმარებით და თუ რეალური სინანული იქნება, მოფიქრება შეიძლება რა შეიძლება გაკეთდეს. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი...

ისინი თუ მოვლენ სინოდზე, მოვლენ სინანულისთვის.

ბალდაში და წაჩხურუში ახლაც არ არიან კანონიერად, თუმცა დავრთეთ ნება სინოდამდე იმიტომ რომ არ გვინდა ბოლომდე ყველაფერში მოვწყვიტოთ და არ მივცეთ საშუალება, რომ თავისი სულისთვის იზრუნონ." განაცხადა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარის დროს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი