დატყვევებული სამხედროს ბოლო მარშრუტი - 44 დღე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების შემოღობვას და ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. 
უკვე 44 დღეა ოკუპანტების ტყვეობაში, საქართველოს სხვა 6 მოქალაქესთან ერთად იმყოფება ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ მამუკა ჩხიკვაძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, როგორც ყოფილი ჯარისკაცი. ეს ანგარიშსწორების კარგად ცნობილი რუსული მეთოდია, რომელიც მკვლელობითაც კი სრულდება ხოლმე.  

საოკუპაციო რეჟიმი ყოფილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც მალავს და საერთოდ მის ადგილსამყოფელსაც არ უმხელს ქართულ მხარეს. სწორედ ასე მოხდა ტატუნაშვილის შემთხვევაშიც, რაც საბოლოოდ ტრაგედიით და ყოფილი სამხედროს ლიკვიდაციით დასრულდა.

ამჯერადაც, საქართველოს ხელისუფლება უმწეო მოწმის რანგში ადევნებს თვალს გამოცხადებული წამების ქრონიკას.

გატაცებული სამხედროს ბოლო მარშრუტი - "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტმა დავით აბრამიშვილმა აღადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი