იარაღით დატვირთული კიდევ ერთი ამერიკული სატვირთო თვითმფრინავი კიევში დაჯდა.
მნიშვნელოვანია თვითმფრინავის გადაადგილების ტრაექტორია - თვითმფრინავი ამერიკიდან გამოფრენის შემდეგ დემონსტრაციულად გერმანიაში (ფრანკფურტში) შეჩერდა და იქიდან გააგრძელა გზა კიევისკენ.
გერმანელი გენერლის გუშინდელი განცხადებების გათვალისწინებით, ეს შემთხვევით არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობიდან გადადგომა მოუწია გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს.