ტრაგიკულად დაღუპული ზურაბ ქირიას დაკრძალვის შემდეგ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილებმა პროტესტი განაახლეს - ამ წუთებში ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. დევნილები არ ეთანხმებიან მინისტრის შეთავაზებას ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.
"ქირა გამორიცხულია, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, ისინი ამბობენ ერთი წლის ვადაშიო, იმ ერთი წლის ვადაში დაუშვად არ მოხდა ეს ყველაფერი, მერე რა უნდა ვქნათ", - ამბობს ერთ ერთი დევნილი.
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა არ იცვლება - იყიდოს ბინები სახელმწიფომ და დააკმაყოფილოს ყველა მცხოვრები.
ცნობისთვის, ზურაბ ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით პროტესტის ნიშნად დაასრულა. ის წლების მანძილზე ბინით დაკმაყოფილებას ითხოვდა. წინა კვირას პრემიერი ამ საკითხს არ გამოეხმაურა, თუმცა დევნილებთან დაკავშირებით კომენტარი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა: