შემზარავი ძალადობა ისნის მეტროში | პოლიციელებმა ყრუ-მუნჯ მოზარდს სცემეს

გამოქვეყნდა:

შემზარავი ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანზე. ვიდეოკადრები, რომლებიც სკანდალის მიზეზი გახდა, მეტროსადგურ ისანში თვითმხილველებმა გადაიღეს. ვიდეოში კარგად ჩანს და ისმის, როგორ ძალადობენ ფიზიკურად, აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელები ახალგაზრდა ბიჭს, მოითხოვენ მისგან პასუხებს კითხვებზე და კიდევ უფრო ღიზიანდებიან, როდესაც მსხვერპლი დუმს და არაფერს ამბობს.

როგორც შემდეგ გაირკვა, ძალადობის მსხვერპლი მოზარდი სმენადაქვეითებულია და მას არც მეტყველების უნარი აქვს. პოლიციელების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის ბიჭის ცემა უკიდურესი საზოგადოებრივი პროტესტის მიზეზი გახდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის შესახებ მხოლოდ მედიით გასაჯაროვების შემდეგ გაიგო.

გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, რომლის გაუქმებასაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი ერთხმად დაუჭირა.

ავტორი: ნინიკო გიგაური

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი