დამამცირებელი სოციალური პოლიტიკა. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და ტენდერები დასრულებულია - 40 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებსაც დახმარების გარეშე შიმშილობა ემუქრებათ, მაინც მშიერი დარჩება.
ეს თბილისის მერიის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ მეოთხედით გაზარდა დაფინანსება, მაგრამ თითო ადამიანის საკვებზე დღეში მაინც მხოლოდ ერთ ლარს და 50 თეთრს ხარჯავს. და თანაც ისე, რომ ამ თანხაში ტენდერში გამარჯვებულის მოგებაც შედის.
გამარჯვებულები კი რა თქმა უნდა ძირითადად "ქართული ოცნების" შემწირველები არიან, რომლებიც მმართველ პარტიას ასობით ათასი ლარით აფინანსებენ და შემდეგ ტენდერებში გამარჯვებით, ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი