კიდევ 42 გარდაცვლილი და 15 762 ახალი შემთხვევა - 25 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

გარდა ამისა, ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 607 შემთხვევა.

stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 075 154
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული -  972 745
  • მათ შორის გარდაცვლილი -  14 774
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 21,24%, ბოლო 14 დღის - 14,15%, ბოლო 7 დღის - 18,01%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი