"არა მილიციას" - ორი აქცია თბილისში, ერთმანეთის პარალელურად

გამოქვეყნდა:

არა მილიციას - დაისაჯონ სისტემის შემოქმედები - დედაქალაქში 2 აქცია ერთმანეთის პარალელურად იწყება. სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკრიბებიან - პარალელურად მშვიდობიანი აქციისთვის ემზადებიან "ქართული ოცნების" ოფისთან.

დაისაჯონ სამართალდამცველები, რომლებიც კანონდამცველების ნაცვლად, კანონდამრღვევებად იქცნენ - ეს ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნაა. 

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ შსს-სთან სტიკერების დაკვრას, რის საშუალებასაც ტრადიციულად, იქ მობილიზებული პოლიციელები არ აძლევენ.

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ ძალადობს პოლიცია არასრულწლოვან შშმ პირზე. მომხდარზე ორი პოლიციელი დღეს, 25 იანვარს დააკავეს.   

დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო "ისნის" მეტროსადგურშია გადაღებული.

ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი