პოლიციელების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გამოძიების კითხვებს პასუხობს. სმენადაქვეითებული მოზარდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების შეკითხვებს პასუხობს თვითმხილველიც, რომელიც სისტემას ღიად ამხელს და დეტალურად იხსენებს, როგორ განვითარდა პროცესები ისნის მეტროში და რატომ გახდა მისი მეგობარი პოლიციელების სამიზნე. მოწმე გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც "მთავარ არხს" ესაუბრა.
რაც შეეხება დაზარალებულს, მოზარდს დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზიდან გამოსულ არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.