ანაკლიის პორტის მშენებლობით, დასავლური მთავრობები უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ კრემლიდან მომავალ ზეწოლას - გენერალი ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

იმედი მაქვს უკრაინისა და საქართველოს სადაზვერვო სამსახურები ინფორმაციას გაცვლიან - აცხადებს ამერიკელი გენერალი, ბენ ჰოჯესი "მთავარ არხთან" ინტერვიუში უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

გენერალთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ ჩაწერა და ის ამბობს რომ საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს ახლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, და უნდა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რადგან რუსეთის წინააღმდეგ, ამ კუთხითაც ბრძოლაც უმნიშნელოვანესია.

ბენ ჰოჯესი ხაზს უსვამს ანაკლიის პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას:

"შავი ზღვის რეგიონზე ერთიანი სტრატეგია რომ გვქონდეს, ახლა უფრო დიდ წვრთნებს ჩავატარებდით საქართველოში და ჯარების განთავსების საშუალებაც გვექნებოდა. ასევე საჭიროა, რომ საქართველო უფრო დიდ დასავლური ინვესტიციებს იზიდავდეს. მაგალითად, ანაკლიის პორტის მშენებლობით, და მაშინ, დასავლური მთავრობები უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ კრემლიდან მომავალ ზეწოლას" ამბობს ამერიკელი გენერალი.

ვრცლად, ბენ ჰოჯესთან ინტერვიუ "დღის სტუმრის" 16 საათიან გამოშვებაში.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი