ღარიბაშვილის ცოლის ტყის მცველები - ბაკურიანში "ოცნების" აგრესიული პარტაქტივი მედიას და ოპოზიციას თავს დაესხა 

გამოქვეყნდა:

ხმაური ბაკურიანში - იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ღარიბაშვილის ცოლ ნუნუ თამაზაშვილს ტყე აჩუქეს, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს "ოცნების" აგრესიული პარტაქტივი დაახვედრეს. მათ ტერიტორიის დათვალიერება სურდათ, თუმცა იქ მისვლისას ხელისუფლებამ ოპოზიციას პოლიცია და მომხრეები დაახვედრა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ხელმძღვანელობაც, რომელმაც ტრადიციულად ჟურნალისტები პრესცენტრთან გადაამისამართა.

ენმ-ს წევრებს დღეს ვერც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა კითხვებზე, რატომ და რა დამსახურებისთვის მიიღო ღარიბაშვილის ცოლმა სახელმწიფოს საკუთრება? თავმჯდომარემ თქვა, რომ "საკითხს სიღრმისეულად გაეცნობიან და მერე უპასუხებენ კითხვებს".

"ოცნების" მომხრეებმა კი ოპოზიციას მიმართეს, რომ "სამუდამოდ ციხეში უნდა ისხნენ" და  "ღარიბაშვილმა ქვეყანა ააშენა და ხალხს ღირსება დაუბრუნა" .

ოპოზიციის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი საკრებულოს "ოცნების" წარმომადგენლებიც. ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ბოტკოველს იქ სსიპებისა და ააიპების თანამშრომლები დაახვედრეს. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი