ჯუგაანში, მეზობელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა

გამოქვეყნდა:

სოფელ ჯუგაანში, მკვლელობაში ბრალდებული მამუკა მოკვერაშვილის საცხოვრებელ სახლს, წუხელ, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია სახლის სახურავი და კარ- ფანჯარა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად შურისძიება სახელდება. პოლიციამ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, 47 წლის მამუკა მოკვერაშვილმა, მეზობელი ქალი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლა. მას ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი