საქართველო უკრაინის მხარდამჭერებში ვერ მოხვდა - რადას ტრიბუნაზე გაშლილ დროშებში საქართველოს დროშა არ იყო  

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან იმართა "ქართულ ოცნებას", რომ ისინი რეზოლუციაში ვერ ბედავენ რუსეთის ჩაწერას. დეკანოიძის განცხადებით, რადაში, პრეზიდენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა ყველა იმ ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველოს დროშა:

"მე მაქვს დღეს, უკრაინის რადაში გადაღებული ფოტო, დღევანდელი პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდგ, მთელი უკრაინის დეპუტაცია გამოვიდა ტრიბუნასთან, გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, მათ შორის, აშშ-ს, ბრიტანეთის და იცით, რომ უკრაინა ბრიტანეთი და პოლონეთი ახალ ალაინსს აფუძნებენ. აქ არის კანადის, ევროკავშირის, თურქეთის, ყველა იმ სახელმწიფოს დროშები, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, აქ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა გაშლილი. საქართველოს დროშა, რომელიც ერთ ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი უნდა იყოს უკრაინისთვის" განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" რეზოლუციის ტექსტში არ ახსენებს რუსეთს, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებს და აპროტესტებს. რეზოლუციის განხილვა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი