საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია

გამოქვეყნდა:

ბოლო 5 წელიწადში, 2021 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალია. 

ანალიზი ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA) გამოაქვეყნა, ის 2021 წლის ნოემბერს მოიცავს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში EU+-ში საერთაშორისო დაცვის შესახებ 71 400-მდე განაცხადი შევიდა. ნოემბრის მონაცემები ოქტომბერთან შედარებით 9%-ით მეტია და უტოლდება 2021 წლის სექტემბრის პიკურ მაჩვენებელს, რომელიც 2016 წლის ე.წ. მიგრაციის კრიზისის შემდეგ, ყველაზე მეტი იყო.

2021 წლს ნოემბერში ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი ავღანელებმა შეიტანეს, მეორე ადგილზე არიან სირიელები, მესამეზე კი ერაყელები. თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ვენესუელის, პაკისტანისა და კოლუმბიის მოქალაქეების მხრიდან.

ათეულში ასევე შედის ბანგლადეში, საქართველო და სომალი. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი