აშშ-ს და NATO-ს პასუხში კრემლის მთავარი შეშფოთება იგნორირებულია - პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მისი მთავრობა უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, შეერთებული შტატებისა და NATO-ს პასუხებს სწავლობს, თუმცა აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები "იგნორირებული იყო".

"უკვე ცხადია. მე ამის შესახებ პრემიერმინისტრს ვაცნობე, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ვერ დავინახეთ, რომ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნა, ადეკვატურად გაითვალისწინეს",-თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ აშშ-მა არ გაითვალისწინა სამი ძირითადი მოთხოვნა: NATO-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებიდან თავდასხმის სისტემების გატანასა და ევროპაში NATO-ს ჯარების 1997 წლის მდგომარეობით დაბრუნებაზე.

აშშ-მა რუსეთს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა.

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ-ს NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღიაობა ახალი წევრების მიმართ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, უკან არ დაუხევია. 

აშშ-ს პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და თქვა, რომ "NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაზე აშშ-ს პასუხი დადებითი არ არის".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი