რუსთავის საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძეს გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

სხდომას კირკიტაძე ესწრებოდა, თუმცა მან მოგვიანებით დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ცნობისთვის, საქმე ეხება პროკურატურის მიერ ენმ-ის წევრისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ 4 თვის წინ მომხდარ ინციდენტზე მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი