ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა - წასვლა მარჯანიშვილს წულუკიანმა მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა თანამდებობა დატოვა. თეატრიდან წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსთხოვა.

რამდენიმე თვის წინ, თეატრში მისულმა კულტურის მინისტრმა თორნიკე მარჯანიშვილი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციის კვოტით მონაწილეობის გამო, მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებდა.

მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკურ ბანერზე ხილვა.

“დიახ, დავწერე განცხადება და წამოვედი”, - ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.

ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი ახლა მერიის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ა(ა)იპში მუშაობს.

ახალი დირექტორი კი ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით უნდა დაინიშნოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი