ანზორ ჩუბინიძე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

სდსს-ს ხელმძღვანელმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ანზორ ჩუბინიძემ ისარგებლა საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით და განმარტა, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც დღეს ის იტყვის, შესაძლოა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს დაცვის მხარემ, რის გამოც უარს ამბობს ჩვენებაზე.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ის სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს და ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, შესაბამისად არ აქვს ბრალდების საქმესთან კავშირი და გაუგებარია რატომ გამოიძახა საერთოდ სასამართლოზე დაცვის მხარემ. 

„მე სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან ვმუშაობ. ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე.

ასე რომ, მე უნდა დავადასტურო რომ 2009 -2013 წლებამდე არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით არ მქონია და არ მაქვს " განაცხადა ჩუბინიძემ.

ჩუბინიძის განცხადებით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებითაც, როდესაც უკვე თვითონ იყო სდსს-ს ხელმძღვანელი

"მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში" - განაცხადა ჩუბინიძემ.

ამ არგუმენტის პასუხად კი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მას განუმარტა, რომ ამ საქმესთან მისი შემხებლობა პროკურატურამ ჯერ კიდევ მაშინ დაადასტურა, როდესაც სდსს-დან საქმის მასალები ამოიო და ეს სწორედ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი