კომპანია Meta აცხადებს, რომ მათ არ სურთ და არც "ემუქრებათ" ევროპის რეგიონის დატოვება. მათი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც facebook-ისა და Instagram-ის მიერ რეგიონის დატოვებას გულისხმობს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

Meta აცხადებს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს 70 სხვა კომპანიის მსგავსად ისინიც აფიქსირებენ ბიზნეს რისკს, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო მონაცემთა გადაცემის საკითხზე გაურკვევლობით. მათი თქმით, საჭიროა ევროკავშირი-აშშ-ს შორის მონაცემთა გაცვლის უსაფრთხო მექანიზმი.

Meta აღნიშნავს, რომ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემები ბევრ სერვისს უჭერს მხარს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნდამენტურია. მათი თქმით, ბიზნესებს სჭირდებათ მკაფიო, გლობალური წესები, რათა ტრანსატლანტიკური მონაცემთა ნაკადები გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვან.

ევროპული კანონების მიხედვით, მომხმარებლის მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს, შესაბამისად Meta-ს არ აქვს უფლება, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი