"მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა" - რაგბის კავშირი თავს იმართლებს

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირი უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველო-რუსეთის  7-კაცას ნაკრებები ერთობლივ შეკრებას გაივლიან.

უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია ცილისმწამებლურია და "ქართული რაგბის დისკრედიტაციას" ემსახურება.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.

ვფიქრობთ, სწორედ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესში, მით უფრო მაშინ, როცა ორგანიზაციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, შეიქმნა სტაბილური სამუშაო გარემო და ქართული რაგბი ემზადება 27 თებერვალს საქართველოში გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღვოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.

ვწუხვართ, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფის მიერ გულშემატკივარი  მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი." აცხადებენ რაგბის კავშირში.

"...მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები", - ნათქვამი იყო შვიდკაცას ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი