გარდაცვლილი სამხედრო 45 წლის შალვა ტაბატაძეა - ნაპოვნ ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - თავდაცვის ძალების წარმომადგენლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების მიზეზებს  გამოძიება სწავლობს. 

"მთავარი არხის" ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა, ირკვევა, რომ  გარდაცვლილი  45 წლის შალვა ტაბატაძეა.

სამხედრო ოფიცრის ცხედარი დღეს სოფელ ორთაშენთან, მაგისტრალის ხიდის ქვეშ იპოვეს. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, რამ გამოიწვია სამხედრო პირის სიკვდილი.

ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და არც ვერსია აქვთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, თავდაცვის სამინისტროს კი ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

შალვა ტაბატაძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიების მონაწილე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი