რა გახდა რუსთავში ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი | "მთავარმა" გაარკვია ის დეტალები, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო მალავდა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთი სიკვდილის ისტორიას ასაიდუმლოებს. უწყებაშიც და ვაზიანის ბრიგადაშიც ყველას ეკრძალება რაიმე ინფორმაციის გაცემა ახალგაზრდა კაპრალის შესახებ, რომელიც გუშინ დილით გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა რუსთავში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მთელი ღამე საკუთარ ავტომობილში ბენზინგასამართ სადგურზე გაატარა და დილით ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კაპრალის გადარჩენა ვერ შეძლო.

თავდაცვის სამინისტოს მცდელობის მიუხედავად, "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად გაარკვია ტრაგედიის მიზეზები - ვაზიანის ბაზიდან წყარო გვიყვება, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირება გახდა და დაღუპულ კაპრალთან ერთად ღამით სხვა სამხედრო მოსამსახურეც იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი