"ქართული ოცნების" პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, ელენე ხოშტარიას ქართულმა ოცნებამ მისივე განცხადება დაუკმაყოფილეს, შალვა ნათელაშვილს კი გაცდენები არ აპატიეს.
სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კახა კუჭავასაც, რომელმაც თავად მიმართა განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს.