თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა ორივე მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა. 

კორპუსის ჯერჯერობით დასრულებული არ არის და მიმდინარეობს რემონტი როგორც კერძო პირების, ასევე, შპს-ს მიერ, რომელიც კორპუსს აშენებს.

არსებული ინფორმაციით, მოწყდა გარე ლიფტი, რომლითაც მაღალ სართულებზე სამშენებლო მასალები ააქვთ და ჩამოვარდა. 

"ხმა იყო, ამოვედით და ეს სიტუაცია დაგვხვდა. მძიმედ იყვნენ, რა თქმა უნდა",- ამბობენ ობიექტზე მომუშავე პირები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები, ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს. ობიექტზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.

მშენებლობას აწარმოებს შპს "მწვანე დიღომი", რომელიც აცხადებს, რომ დაშავებული მუშები მათი თანამშრომლები არ იყვნენ. კომპანიაში ამბობენ, რომ არკვევენ რა მოხდა, რადგან მათი ნებართვის გარეშე ლიფტით ვერავინ ისარგებლებდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი