დედა, რომლმაც შვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო, დაკავებულია. ქალმა აღიარებითი ჩვენება პოლიციას უკვე მისცა.
პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მისი მეუღლეც, რომელსაც სავარაუდოდ, ქალთან ერთად პასუხისგებაში მისცემენ.
მეზობლების ინფორმაციით, კაცი ცოლის თანამზრახველი იყო. ცოლ-ქმარი ახალშობილის გაშვილებას გეგმავდა და მალავდნენ, რომ შვილს ელოდნენ, თუმცა სახლში მშობიარობის დროს ჩვილი გაიგუდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალი მედდა იყო.
ადგილობრივებმა ბავშვის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ხელოსანი გამოიძახეს.
კირილე კონჯარია, ხელოსანი, რომელიც მილის გასაწმენდად მივიდა, "მთავართან" ყვება, რომ დედას ჩვილის ცხედრის დანახვისას რეაქცია არ ჰქონდა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს, არაფერი იცოდა. ხელოსანმა მოსთხოვა ქალის ქმარს, რომ პოლიციაში დაერეკა და უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებას თავად მიმართავდა.
ავტორი: ემა გოგოხია.