უკრაინამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ახალი ალიანსი ოფიციალურად დააფუძნეს | კულებას განცხადება

გამოქვეყნდა:

უკრაინამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ახალი ალიანსი ოფიციალურად დააფუძნეს. საქმე ეხება 
უსაფრთხოებაში თანამშრომლობისა და ვაჭრობის განვითარების სამმხრივ მთავრობათაშორისი ფორმატს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ თრასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

"გვაქვს პატივი, გაცნობოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ახალი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაწყება", - განაცხადა კულებამ. 

ცნობილია, რომ "სამთა კავშირის" მთავარი დანიშნულება რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა იქნება. 

ახალ ალიანსთან დაკავშირებით, თავდაპირველად ინფორმაცია 21 იანვარს გაჟღერდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი