კასპის საკრებულოს შენობაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, "ოცნების" წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმა შენობიდან გამოაძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე და დაზიანდა აპარატურაც.
საკრებულოს დარბაზში მხოლოდ ქართული ოცნება და პოლიციელები დარჩნენ.
ცოტა ხნის წინ საკრებულოს კარი დააბოქლომა ენმ-ს წევრმა, ნუგზარ ნონიაშვილმა. მისი თქმით, მოძალადე პოლიციელებთან ერთად, შენობაში ჩაკეტა "ოცნების" საკრებულოს წევრებიც.