საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისევ შიმშილობა იწყებს. განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა
მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მთავარი მოთხოვნა სამედიცინო დახმარების მიღებაა:
ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ ემპათიის მიერ და დარწმუნებულ ვარ საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოეშვათ დარწმუნებული ვარ იტყოდნენ ზუსტად იგივეს.
ეს არის კონკრეტული მოთხოვნა და ეს არ არის ის, რომ მორიგი დაშინებული ექიმი შემოუშვან და მერე ქმარი მოუხსნან, ან შვილი ინსტიტუტიდან გაურიცხონ" თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას.