ხარჯებზე დოკუმენტების გასაჯაროებაზე მთავრობას უნდა მიმართოს - ზურაბიშვილის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. საუბარია ღია წერილზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს,  მიმართა და მოუწოდა, მოხსნას გრიფი  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების შენახვის საქმის წარმოებას ახორციელებდა უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც 2018 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეს დოკუმენტები გადაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას თქმით,  2019 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა დოკუმენტების კლასიფიკაცია, ამის შემდეგ, 2019-2021 წლებში, მათივე თქმით, მიმართეს მთავრობას გრიფითსაიდუმლო დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა დღემდე არ მიუღიათ. შესაბამისად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოკლებული არიან შესაძლებლობას იმსჯელონ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე და მესამე პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ თუ რამე პრეტენზია, ან მოთხოვნა აქვს, მიმართოს მთავრობას.

გარდა ამისა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიუღებელია "მუქარა" იმის თაობაზე, რომ მომავალში სალომე ზურაბიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს გასამართლებული გაწეული ხარჯების გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი