ოკუპირებულ აფხაზეთში გულრიფშის რაიონში, გუდაუთასა და ოჩამჩირეში, მასიურად გაჩნდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის დაავადება. მათი დიდი რაოდენობა დაიხოცა. ადგილობრივების თქმით, დაავადებული საქონელი რუსეთიდან ჩამოიყვანეს.
აფხაზეთის მოსახლეობა შველას ითხოვს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ მესაქონლეობაა. ადგილობრივებს პირუტყვისთვის წამალი ზუგდიდიდან გადააქვთ, თუმცა დაავადება უკვე მასიურად არის მოდებული.
ავტორი: ემა გოგოხია