უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დღეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.