არასამთავრობო ორგანიზაციები ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს.

ერთი მხრივ, სამოქალაქო სექტორი დადებითად აფასებს დოლიძის აქტივობებს იუსტიციის საბჭოში. მიუხედავად ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ დოლიძის მხრიდან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.

თუ ის აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ ეს შეუთავსებელი იქნება მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის როლთან დაკავშირებით, - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"  აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

თავის მხრივ, ანა დოლიძე ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მიხარია, რომ განცხადებაში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული ჩემი ორწლიანი საქმიანობა საბჭოში და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის. თუ გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას, კანონის მიხედვით, შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში, - თქვა დოლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი