გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა - განცხადება ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გვარამიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც შესაძლოა "მთავარი არხის" რომელიმე თანამშრომელს მიადგდეს, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთავალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. კონკრეტულად ეს ფაქტი კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას უკავშირდება: 

ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვალსთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" ამბობს ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისში სპეციალური დავალებით ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა. კერძოდ, რამდენიმე პირი გიორგი გაბუნიას გადაადგილებას აკვირდებოდა, ამის შემდეგ კი საქმეში უკვე დაქირავებული მკვლელი უნდა ჩართულიყო.

შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. 

აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი