მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, კიშინიოვი საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს და მზადაა მიიღოს ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ტოვებენ მეზობელ უკრაინას რუსული თავდასხმის შემდეგ.

„ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ“, - თქვა სანდუმ.

სანდუმ თქვა, რომ მან მოიწვია საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა, რათა გადაწყვიტოს მთელი რიგი ზომები კრიზისის ჰუმანიტარული ასპექტის მართვისთვის.

სანდუმ მოუწოდა ყველა მოლდოველს, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სასწრაფოდ დაბრუნდნენ.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ლიეტუვამაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი