
"თავდასხმის დაწყებიდან დღემდე, კიევში 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი... ასევე, დაიღუპა 14 სამხედრო," - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
როგორც მან მოსახლეობისადმი გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა, რუსების თავდასხმის შედეგად დაშავდა 71 ადამიანი, აქედან აქედან 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი.
"რთული ღამე იქნება, რუსეთის ჯარები კვლავ მოდიან კიევში... ერთად დავდგეთ! ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს შვილებს, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს! დიდება უკრაინას!" - აცხადებს კლიჩკო.