შესაძლოა, SWIFT-ის სისტემიდან ბელარუსიც გათიშონ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი ავრცელებს და წერს, რომ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ, ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმსჯელებენ.