
კომპანია Meta რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს მონეტიზაციას უკრძალავს. ინფორმაციას უკრაინული სააგენტოები ოფიციალურ ტელეგრამ-არხებში ავრცელებენ.
წერენ, რომ ამის შესახებ Meta-ს სპიკერმა, დევონ კერსნიმ ისაუბრა და თქვა, რომ აკრძალვა შეეხება როგორც Facebook-ს, ისე Instagram-ს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ კომპანიამ, უკრაინის მხარდასაჭერად გადაწყვიტა შექმნას ოპერატიული ცენტრი, რომელიც პირობების დარღვევის ფაქტებს რეალურ დროში გააკონტროლებს. ცენტრში კი რუსული და უკრაინული ენების მცოდნეები იმუშავებენ.