"არ დაგვაღალატოთ, სახლებში დარჩით" | ირპენში ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტებზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა კიევის ოლქში, ირპენში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს.

ოკუპანტებს ქალაქზე კონტროლის აღება სურდათ. მიუხედავად რუსების მცდელობისა, უკრაინულმა არმიამ მტრის შენაერთი გაანადგურა და ქალაქზე კონტროლი სრულად აღადგინა.

"დღეს უკრაინისთვის მძიმე დღეს. ბუჩის მხრიდან ირპენში ოკუპანტები შემოვიდნენ, თუმცა შეტევა მოვიგერიეთ. მინდა, მოქალაქეებს მივმართო, სახლიდან არ გამოხვიდეთ. ოკუპანტები ყველა მხრიდან ისვრიან, თუმცა შეტევებს ვიგერიებთ. ირპენი დაცულია და ჩვენს კონტროლქვეშაა, გთხოვთ, არ დაგვაღალატოთ, სახლებში დარჩით", - ამბობს უკრაინის სამხედროს ძალების წარმომადგენელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი