"ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა... ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას..." - გერმანიის კანცლერი

გამოქვეყნდა:

"პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შესაძლებელი არაა" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში მიმდინარე სპეციალურ სესიაზე განაცხადა და ქვეყნის პარლამენტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას გამოცემა "დოიჩე ველე" ავრცელებს. 

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ამ სასოწარკვეთილების დროს" - განაცხადა შოლცმა და თქვა ისიც, რომ ეს პუტინის ომია და არა რუსი ხალხის და რუსეთის პრეზიდენტს სურს, ევროპა მისი წარმოდგენების მიხედვით შეცვალოს, რასაც ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს:

"ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა. ამიტომ, ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია" - აცხადებს შოლცი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი