"თავდასხმის დაწყების დღიდან, კიევში 18 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა" - კლიჩკო

გამოქვეყნდა:

"თავდასხმის დაწყების დღიდან, კიევში 18 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა" - ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

"კიევში, თავდასხმის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ასევე 4 უცნობი და 18 სამხედრო პირი. დაშავდა 106 პირი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულია 3 ბავშვი და 17 წლის კადეტი", - აცხადებს კლიჩკო. 

ვიტალი კლიჩკოს მიმართვა სრულად:

"რუსეთი უკრაინელებს მთელ უკრაინაში კლავს... მხოლოდ ბრძოლით გავიმარჯვებთ!" | ვიტალი კლიჩკოს მიმართვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი