
"რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე" - ამის შესახებ მსახიობი ლია ახეჯაკოვა სოციალურ ქსელში წერს.
"რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ქვეყნისა, რომელშიც ვცხოვრობ და რომელიც ისევე მიყვარს, როგორც უკრაინა. ჩემთვის ორივე ქვეყანა მშობლიურია, მაგრამ ისე ხდება, რომ იძულებული ვარ სახლი დავტოვო. ვიტოვებ იმედს, რომ ახლო მომავალში შევძლებ დაბრუნებას. მადლობა მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერას უკრაინელებს ვუგზავნი" - წერს ახეჯაკოვა.