
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთისას უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში შეხვდება. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მან ბელარუსის პრეზიდენტთან ისაუბრა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში.
ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო ვალდებულება იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება",-წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.