ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს 

გამოქვეყნდა:

ჩერნიგოვში, ქალაქის ცენტრში, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. საკრებულოს მდივნის, ალექსანდრე ლომაკოს თქმით, მტერმა ჩერნიგოვის საკრებულოს შენობას დაუმიზნა.

"მტერმა დაუმიზნა ჩერნიგოვის საკრებულოს. დაზარალდა ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია, ადმინისტრაციული შენობები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ეს არის თავდასხმა ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობაზე",- წერს ლომაკო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი