
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო უკლებას ინფორმაციით, რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად, კიევის მახლობლად ჰოსტომელის აეროპორტზე, დაიწვა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი თვითმფრინავი უკრაინული წარმოების AN-225 "Mriya".
"ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი, AN-225 "Mriya" [ოცნება - უკრაინულად]. რუსეთმა შესაძლოა გაანადგურა ჩვენი "მრია". მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!",- წერს კულება