"მომდევნო საათებში, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მტკივნეული სანქციები, უკრაინისთვის კი უფრო მეტი იარაღი იქნება" - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ მომდევნო საათებში პარტნიორი ქვეყნებისგან რუსეთს კიდევ უფრო მტკივნეული სანქციები დაუწესდება, ხოლო უკრაინა მათგან კიდევ უფრო მეტ იარაღს მიიღებს. 

"უკრაინელებო, თქვენ მსოფლიოს გმირები ხართ! ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას" - ეს შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სიტყვებია. გერმანია, აშშ, კანადა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია - ამ სიტყვებზე შეთანხმდნენ.

ახლახან მქონდა ონლაინ შეხვედრა. მომდევნო საათებში, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მტკივნეული სანქციები იქნება, უფრო მეტი იარაღი უკრაინისთვის და უფრო მეტი იზოლაცია მოსკოვისთვის.

უკრაინის დასახმარებლად, რიგი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეუძლებელი იყო ხუთი დღის წინ, ცვლიან საკუთარ კანონებს, რათა დააჩქარონ გადაწყვეტილებები უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს ჩვენს ბრძოლას და მხარს გვიჭერს.

უკრაინა ფეხზე იდგება და გაიმარჯვებს",-წერს კულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი