
"არ მჯერა, რომ ეს შეხვედრები რაიმე შედეგს მოგვცემს, თუმცა მაინც ვცდით. რადგან არ მინდა, რომ არცერთ ჩვენს მოქალაქეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მე როგორც პრეზიდენტმა, ომის შესაჩერებლად არაფერი გავაკეთე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ბელარუსის პრეზიდენტს, ლუკაშენკოს ესაუბრა და რუსეთის მხარესთან შეხვედრა ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის ტერიტორიაზე დაგეგმა.
დღეს ალექსანდრ ლუკაშენკოს ტელეფონით ვესაუბრე. 2 წელია მასთან არ მისაუბრია. დღეს კი დიდხანს და შედეგიანად ვისაუბრეთ. დეტალურად ავუხსენი ჩვენი შეხვედრების შეუძლებლობა. მე არ მინდა, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები და თვითმფრინავები მოფრინავდნენ. ასევე არ მინდა, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით სამხედრო კოლონები მოდიოდნენ. ის ამაში დამეთანხმა.
მე პრეზიდენტი ვარ და ჩემი მოვალეობაა, ჩემი ქვეყანა დავიცვა. ამ დღეების განმავლობაში ყველა თქვენგანმა დაინახა, თუ როგორ ვიცავთ სამშობლოს. ალექსანდრე ლუკაშენკომ მომმართა წინადადებით, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს მდინარე პრიპიატის ტერიტორიაზე შეხვდნენ. ხაზს ვუსვამ, წინასწარი მოთხოვნების გარეშე.
გულახდილად გეტყვით, არ მჯერა რომ ეს შეხვედრები რაიმე შედგეს მოგვცემს, თუმცა მაინც ვცდით. რადგან არ მინდა, რომ არცერთ ჩვენს მოქალაქეს შეექმნას შთაბეჭდილება რომ მე როგორც პრეზიდენტმა ომის შესაჩერებლად არაფერი გავაკეთე. სანამ ჩვენი ბიჭები იქ არიან, პრეზიდენტი აქ არის, ადმინისტრაციის ხელძღვანელი აქ არის. პრემიერი აქ არის და რაც მთავრია არმია აქ არის. ყველა ჩვენგანი დაიცავს სამშობლოს.
ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ, და ეს მიზანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ეს პოზიცია ყველამ დაინახა. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას. გეტყვით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ფულისთვის არ იბრძვიან. მათ სამშობლოს დაცვის წყურვილი ამოძრავებთ და მტერს მედგრად ებრძვიან, - ამბობს ზელენსკი.