
"დღეს თქვენ გმირულად იცავთ თქვენი და ევროპის თავისუფლებასა და ღირსებას" - ასე მიმართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინასა და უკრაინელებს:
დღეს თქვენ გმირულად და უშიშრად უწევთ წინააღმდეგობას, იცავთ თქვენს მიწასა და ღირსებას, იცავთ თქვენს თავისუფლებას და ბავშვებს, თქვენს მთლიანობასა და დემოკრატიას. ასევე, ღირსებას, თავისუფლებასა და დემოკრატიას მთელი ევროპის, რომელსაც თავს ესხმიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს მორალური და პოლიტიკური ვალდებულება ამ ისტორიულ გამოწვევასთან - აცხადებს მიშელი.