სამხრეთ კორეა რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს - სანქციებს დააწესებს სინგაპურიც

გამოქვეყნდა:

რუსეთს სანქციებს კორეა და სინგაპურიც დაუწესებენ - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ორივე ქვეყანა აკრძალავს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს, კორეა ასევე მხარს დაუჭერს რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვას. 

გავრცელებული ინფორმაციით, სინგაპური დააწესებს შეზღუდვებს რუსეთში ნებისმიერი პროდუქტის ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინელების წინააღმდეგ.

Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეის გადაწყვეტილება, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუერთდეს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი