
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღევანდელ დღემდე 5 300-მდე რუსი ოკუპანტი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.
რუსეთის სავარაუდო დანაკარგის შეჯამება 24 თებერვლიდან 28 თებერვლის დილის 6.00 საათისთვის ასეთია:
- თვითმფრინავები 29
- ვერტმფრენები 29
- ტანკი 191
- საბრძოლო ჯავშანტექნიკა 816
- ქვემეხი 74
- საზენიტო სარაკეტო სისტემა 1
- ავტომობილი 291
- ცისტერნები 60
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი 3
- გემები / ნავები 2
- საჰაერო თავდაცვის საშუალებები 5