
ესტონეთის საჯარო სამართლის უნივერსიტეტები რუსეთისა და ბელარუსის საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობას აჩერებენ.
"აკადემიურ თანამოაზრეებს, მთელს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთსა და ბელარუსში, აქვთ მორალური პასუხისმგებლობა მშვიდობისა და აკადემიური და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე" - ამბობს
ესტონეთის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარტ კალმმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული და ამისთვის უნივერსიტეტებმა და კვლევითი ორგანიზაციებმა თავიანთი როლი უნდა შეასრულონ.
ცნობილია, რომ რუსეთთან ურთიერთობას შეწყვეტს ესტონეთის ხელოვნების აკადემია, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია, ესტონეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ტალინის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი.